ყვითელი ამბები

„უცხოპლანეტელებს ველოდები...“ – ნახეთ რა ფოტოს აქვეყნებს ნანუკა ჟორჟოლიანი

ცნობილი ტელეწამყვანის ქალიშვილი პარიზიდან დაბრუნების შემდეგ თვითიზოლაციაშია. ნახეთ, როგორ იცავს თავს კორონავირუსისგან ნანუკა ჟორჟოლიანი.
Sputnik

ცნობილი ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ გადის ხოლმე გარეთ კორონავირუსის გამო. ჟურნალისტს ნიღაბი და სათვალე უკეთია და ის წერს, რომ სამყარო შეიშალა, თუმცა საინტერესო ეპოქაში დაიბადა.

„შემდეგ სერიაში უცხოპლანეტელებს ველოდები. p.s. პირბადე რომ უკუღმაა არ შეიმჩნიოთ“, – წერს ჟორჟოლიანი. რამდენიმე დღის წინ ნანუკას შვილი მარიამ გეგუჩაძე პარიზიდან ჩამოფრენის შემდეგ კარანტინში გადაიყვანეს.

ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი ოჯახის წევრები საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობენ. მარიამ გეგუჩაძე და საბა კოდუა საკმაოდ ცნობილები არიან. მიუხედავად იმისა, რომ მარიამ გეგუჩაძე საფრანგეთში სწავლობს, საქართველოში ხშირად ჩამოდის. ამის მიზეზი კი ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური პროცესებია.

ნანუკა და საბაც მას ხშირად აკითხავენ, შემდეგ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ერთად მოგზაურობენ. ნანუკა ჟორჟოლიანს მარიამი პირველი ქმრისგან ჰყავს, ხოლო საბა – ერეკლე კოდუასგან.