თბილისი, 18 მარტი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 19 მარტს ლარის კურსი დოლარის მიმართ 3,1804 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა, რაც ეროვნული ვალუტის ახალი ისტორიული მინიმუმია.
ლარის კურსმა დოლარის მიმართ გაუფასურება 9 მარტიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო გაურკვევლობას მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასის მკვეთრი შემცირება დაერთო. 10 დღეში ეროვნული ვალუტა 15,9%-ით გაუფასურდა.
ლარის გაუფასურების შესაჩერებლად ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა, რომ 19 მარტს აუქციონზე გასაყიდად 40 მილიონ დოლარს გაიტანს.
დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის დადგენა 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების საშუალებით ხორციელდება.