თბილისი, 18 მარტი — Sputnik. ახალი ტიპის კორონავურუსით ინფიცირებული ღრმად მოხუცი ქალი COVID-19-სგან განიკურნა, იუწყება სააგენტო IRNA მედიკოსებზე დაყრდნობით.
„სემნანის პროვინციაში კორონავირუსით ინფიცირებული 103 წლის ქალი გამოჯანმრთელდა“, – განაცხადა სამედიცინო მეცნიერებათა და ჯანდაცვის უნივერსიტეტის ხელძღვანელმა.
მისი თქმით, ასაკოვანმა პაციენტმა საავადმყოფოში დაახლოებით ერთი კვირა დაჰყო.
სააგენტო Fars-ის ინფორმაციით, სემნანელი ქალბატონი ყველაზე ხნიერია ირანში გამოჯანმრთელებულ პაციენტებს შორის.
ირანმა ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა არსებობის შესახებ 19 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია. მას შემდეგ ქვეყანაში, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროექტის მონაცემებით, გამოვლენილია COVID-19-ის 16 169 დადასტურებული შემთხვევა. აქედან გარდაცვლილია 988 და გამოჯანმრთელებულია 5 389 ადამიანი.