ნაკურთხი წყალი კორონავირუსის წინააღმდეგ: თბილისის ქუჩებს ნაკურთხი წყალი აპკურეს – ფოტო

Sputnik

წყალი თავდაპირველად სამების საკათედრო ტაძარში აკურთხეს, იქიდან სასულიერო პირები მაღალი გამავლობის მანქანებით ქალაქის სხვადასხვა ნაწილებში გაემართნენ, რათა ქუჩები ეკურთხებინათ. 

ეკლესია კორონავირუსის წინააღმდეგ: მღვდლებმა თბილისის ქუჩებს ნაკურთხი წყალი აპკურეს

მათ მორწმუნეებს ლოცვისკენ მოუწოდეს. გარდა ამისა, საპატრიარქოში გადაწყვიტეს, ყოველი ღვთისმსახურების შემდეგ ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაც აკურთხონ.

საქართველოში დღეისათვის კორონავირუსით ინფიცირების 38 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელდა ერთი პაციენტი, 1300-ზე მეტი ადამიანი კარანტინში იმყოფება, კიდევ 200-ზე მეტი – სტაციონარებში ექიმების უშუალო დაკვირვების ქვეშ.

1 / 16
სასულიერო პირების პროცესიამ დედაქალაქის ბევრ ქუჩაზე ჩაიარა
2 / 16
ქართულმა ეკლესიამ კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების ჩატარება გადაწყვიტა
3 / 16
წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დილიდან ავტომობილების კოლონა გაამზადეს
4 / 16
ტაძარში წყალი აკურთხეს და მანქანებში დატვირთეს
5 / 16
შემდეგ კი ქალაქის სხვადასხვა ნაწილებში გაემართნენ
6 / 16
გზაში მღვდლები ქუჩებს აკურთხებდნენ და ლოცვებს კითხულობდნენ
7 / 16
დედაქალაქის მკვიდრები ფიქრობდნენ, რომ სასულიერო პირები მხოლოდ ქალაქის ცენტრს აკურთხებდნენ
8 / 16
თუმცა მათ დღის განმავლობაში ქალაქის ყველა უბანი მოიარეს
9 / 16
ზოგიერთი ავტომობილისტი მათ სურათებს მანქანიდანვე უღებდა
10 / 16
ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, ქალაქის ქუჩების კურთხევის გარდა, ტაძრებში დეზინფექცია ჩაატარა
11 / 16
მთავრობის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის შიდა გავრცელება იწყება და უკვე დაწესდა მკაცრი შეზღუდვები. ეკლესია მიიჩნევს, რომ რწმენას და ლოცვას ვირუსისგან დაცვა შეუძლია
12 / 16
ქართული ეკლესიის აქციას საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პროცესიას ყველა წამყვანი მედია აშუქებდა
13 / 16
თუმცა სასულიერო პირები, რომლებიც ლოცულობდნენ და ქუჩებს აკურთხებნდნენ, ალბათ არ ფიქრობდნენ პიარზე
14 / 16
დღეს კორონავირუსის გავრცელების საშიშროებას ქვეყნის მოსახლეობა სხვადასხვა მიზეზებით უფრთხის
15 / 16
ზოგს აშინებს არა კორონავირუსი, არამედ შედეგები, რაც მკაცრ შეზღუდვებს ითვალისწინებს - ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნა, სხვადასხვა ქვეყნებთან საზღვრების დაკეტვის გამო ტურიზმის სფეროში ჩავარდნა, შემოსავლების დაკარგვა სხვადასხვა გასართობი ობიექტების დახურვის გამო
16 / 16
როგორც ქართულ ეკლესიაში მიიჩნევენ, რწმენა და იმედი დაეხმარება მოსახლეობას რთული პერიოდის გადალახვაში