COVID-19 - ბოლო ცნობები

რუსეთმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის საზღვრები ჩაკეტა

შეზღუდვა, რომელიც რუსეთის მთავრობამ ორშაბათს დააწესა, ძალაში შევა 18 მარტს და 1 მაისამდე იმოქმედებს
Sputnik

თბილისი, 17 მარტი — Sputnik. რუსეთის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების გამო რუსეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეების და მოქალაქეობის არმქონე პირთა შესვლა დროებით შეიზღუდება.

18 მარტიდან საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა ორი კვირით იკრძალება

შეზღუდვა ძალაში შევა 18 მარტს და 1 მაისამდე იმოქმედებს.

მანამდე რუსეთის ტერიტორიაზე კორონავირუსულ ინფექციასთან ბრძოლის ღონისძიებათა კომპლექსი პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა დაამტკიცა.

კერძოდ, მიღებულია გადაწყვეტილება 15 მარტიდან დროებით შეწყდეს უცხო ქვეყნების მოქალაქეების შესვლა პოლონეთთან და ნორვეგიასთან საზღვარზე, ხოლო ორშაბათს ჩაიკეტა საზღვარი ბელარუსთან.