კახა კალაძემ უახლესი ვიდეო თავად გამოაქვეყნა. თბილისის მერის ოჯახმა კორონავირუსის გამო სახლში მოიყარა თავი. მისი ვაჟები თვითიზოლირებული არიან, სკოლაში არ დადიან და მამასთან ერთად ერთობიან. წყნეთის აგარაკიდან გამოქვეყნებულ ვიდეოზე ოჯახის მიმართ თბილისის მერის თბილი დამოკიდებულება კარგად ჩანს.
ანუკი არეშიძეს და კახა კალაძეს ოთხი ვაჟი ჰყავთ. მშობლები უსიმპათიურეს შვილებთან ერთად ხშირად მოგზაურობენ და ულამაზეს სურათებს აქვეყნებენ. წყვილის უფროსი ვაჟი 12 წლისაა, მეორე შვილი კახაბერი 8 წლის გახდა, ხოლო ვაჩე კალაძე მალე 6 წლის გახდება. მათ შორის ყველაზე პატარას ნიკოლას სახეს ერთ წლამდე არ აჩენდნენ. ბიჭები დედას ძალიან ჰგვანან. ამას ანუკი არეშიძის „ფოლოვერები“ ხშირად აღნიშნავენ.
საზოგადოებას მხიარულ ვიდეოებსა და ფოტოებს ანუკი არეშიძე უზიარებს. კახა კალაძე კი საკუთარ გვერდზე უფრო ვიდეობს აქვეყნებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. თუმცა ოთხ ვაჟთან ერთად გადაღებული მიმზიდველი კადრების გაზიარებასაც არ წყვეტს. ოჯახი ქალაქში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებაზე ერთად ხშირად ჩნდება.