რამდენი თანხა გამოგზავნეს მიგრანტებმა საქართველოში

2020 წლის თებერვალში რუსეთის წილი საქართველოში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების მოცულობის 20,9%-ს შეადგენდა.
Sputnik

თბილისი, 17 მარტი – Sputnik. 2020 წლის თებერვალში ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების მოცულობა 9,5%-ით გაიზარდა და 137,3 მლნ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში. 

 კორონავირუსი საქართველოში: უნდა მოვიმარაგოთ თუ არა სურსათი და მედიკამენტები>>

2020 წლის თებერვალში რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9,3%-ით შემცირდა. რუსეთიდან ფულადი გადარიცხვების საერთო მოცულობამ თებერვალში დაახლოებით 28,7 მლნ დოლარი შეადგინა, რაც ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 20,9%-ია.

პრემიერმა ეკონომიკის სტიმულირებისთვის გეგმის შემუშავების დავალება გასცა

ლიდერი ქვეყნების ექვსეულში ასევე შედიან იტალია, საბერძნეთი, აშშ, ისრაელი და თურქეთი.

რამდენი ვალუტა გამოგზავნეს საქართველოში

2020 წლის იანვარ–თებერვალში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით 9%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და დაახლოებით 263 მლნ დოლარი შეადგინა.

საქართველოში ყველაზე მეტი თანხა იანვარ–თებერვალში – 54,9 მლნ აშშ დოლარი რუსეთიდან გადმოიგზავნა. ეს მთლიანი გადმორიცხული თანხის მოცულობის 20,9%-ია. აღნიშნულ პერიოდში რუსეთიდან შემოსული თანხა 7,4%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. 

ნავთობზე ფასები ბარელზე 30 დოლარს ჩამოსცდა: დაცემა გრძელდება

ექსპერტების აზრით, შრომითი მიგრანტების მიერ საქართველოში გადმორიცხული ფულის მოცულობაზე იმოქმედა ნავთობის ფასების დაცემამ და მისმა გავლენამ რუსეთის ეკონომიკაზე.

რამდენი თანხა გაიგზავნა საქართველოდან უცხოეთში

საქართველოდან თებერვალში საზღვარგარეთ გადარიცხეს 21,7 მლნ დოლარზე მეტი, რაც 22,4%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის თებერვალში.

2020 წლის დასაწყისიდან საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხეს დაახლოებით 40,2 მლნ დოლარი, რაც 20,9%-ით მეტია, ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში.