წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ
11-20 მარტი
11-20 მარტის პერიოდი თევზების ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.
დეკადას მეომარი მარსი მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს სიმამაცესა და კომუნიკაბელურობას ანიჭებს. ამ ადამიანებს შეუძლიათ თავის მომგებიანად წარმოდგენა, არიან თავაზიანი და უყვართ გარშემომყოფებისთვის თვალში ნაცრის შეყრა.
მნიშვნელოვანი წლების: 12,15, 24, 30, 36, 45, 48, 60,72.
ამ ადამიანთა სიმბოლოა შროშანი.
17 მარტს დაბადებულები
17 მარტს დაბადებულების ცხოვრება კარმული ვალების გამოსყიდვის ფონზე მიდის. თუ ადამიანი სიკეთის, ევოლუციის, სრულყოფის გზას დაადგება, შეძლებს გარემო ვითარებების შეცვლას, ხოლო თუ დეგრადაციის გზას აირჩევს, ბედნიერების კარი მისთვის დაიხურება. ბედნიერების მისაღწევად მათ დიდი სულიერი ჯაფა, საკუთარ თავზე მუშაობა, აზროვნებისა და პიროვნული თვისებების გარდაქმნა მოუწევთ. თუ შეიცვლებიან, შეიცვლება მათი ცხოვრების პირობებიც.
17 მარტს დაბადებულებს დინამიკური ცხოვრება აქვთ; მათი ცხოვრება მუდმივ მოძრაობაშია – ცეკვა, მუსიკა, ცურვა, ფრენა. საკუთარი სურვილების მუდმივი დაკმაყოფილების სწრაფვაში შეიძლება „დაიკარგონ“ კიდეც. ნაკლებად განვითარებულები თუ პასიურობის გზას აირჩევენ და თავიანთ თავში „ჩაიძირებიან“, შეიძლება არასწორი გზა აირჩიონ. ამ დღეს დაბადებულებისთვის ბედნიერება მოაქვს ახალი თავგადასავლების ძიებას, თუ ამავე დროს თავიანთ საზოგადოებრივ პოზიციას გამოხატავენ. მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია სოციალური ჩართულობა, ამის გარეშე ისინი მეტად ირიყებიან გარე სამყაროსგან. როდესაც მარტო რჩებიან, ეჩვევიან მარტოობას, იღებენ ემბრონის ფორმას და ამ „კომფორტიდან“ გამოსვლის, სამყაროსა და საკუთარი პრობლემების წინაშე დადგომის სურვილი აღარ აქვთ.
ვირუსები და ზოდიაქოს ნიშნები: ვის არ აშინებს კორონავირუსიც კი>>
ამასთან დაკავშირებით 17 მარტს დაბადებულებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ გარკვეულ საქმიანობაზე და არ უნდა იბრძოლონ სხვადასხვა მიმართულებით; უნდა ისწავლონ საკუთარი პინციპების დაცვა, აჩვენონ თავიანთი რეპუტაციისა და მუშაობის მნიშვნელოვნება. ამ დღეს დაბადებულები ვერ იტანენ მოძველებულ იდეებს, ჩვეულებებს და ამას ყმაწვილური აზარტითა და მიამიტობით უარყოფენ. სამწუხაროდ, ბედი მათ ყოველთვის არ აძლევს თავისუფალი არჩევნის უფლებას და ხანდახან საკუთარი სურვილების წინააღმდეგ უწევთ წასვლა. უნდა ერიდონ ცინიკურ და სასტიკ რეალისტებთან ურთიერთობებს, რომლებიც დათრგუნავენ მათ და გააკონტროლებენ.
17 მარტს დაბადებულები ოპტიმისტები არიან და ამ ოპტიმიზმის „მორჯულების“, პრაქტიკულობისა და აღებული კურსით სვლის გზას ცოტა ირჩევს. ხშირად ისინი გაურბიან პასუხისმგებლობას, ეგოიზმსა და გულგრილობას იჩენენ გარშემომყოფების მიმართ, რასაც, ხანდახან, საკუთარი ცხოვრებისეული პოზიციების დაცვის სურვილით აკეთებენ. წარმატების მისაღწევად ისინი უნდა შეეცადონ, რომ სძლიონ თავიანთ ცვალებად ხასიათს, გახდნენ მეტად თავშეკავებული და სკრუპულოზური. თუ მიწიერ საქმიანობას დაუბრუნდებიან, ამ დღეს დაბადებულები შეძლებენ კავშირს გარე სამყაროსთან და მას ცინცხალი იდეებითა და მათი შემოქმედების შედეგებით აავსებენ.
თუ გინდათ, სურვილები აგისრულდეთ: ფერი-თილისმა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>
ჯანმრთელობა
ამ დღეს დაბადებულებს ხშირად აწუხებთ კიდურები. ფეხები – მათი სუსტი ადგილია. არიან გემრიელი საკვების მოყვარულები, ამიტომ შეიძლება „ჭამის მონები“ გახდნენ. თავი უნდა შეიკავონ შაქრისა და ცხიმიანი საკვების მიღებისგან. მათ წაადგებათ ზომიერი და ყოველდღიური ფიზიკური ვარჯიშები, მაგალითად, სირბილი და ცურვა.
რჩევა:
ამოცანების გადაწყვეტისას ყოველთვის გამოიყენეთ საკუთარი გამოცდილება. არ დაკარგოთ ენთუზიაზმი. ცხოვრების პრაქტიკულ მხარეს გამოადგება თქვენი მონაწილეობა. ყოველდღიური შრომა სარგებელს მოიტანს. ეცადეთ, იყოთ თანამიმდევრული.