თბილისი, 16 მარტი – Sputnik. სათამაშო ბიზნესის ზოგიერთი წარმომადგენელი, საქართველოს მთავრობის რეკომენდაციით, დროებით იხურება – თბილისის ერთ-ერთი უმსხვილესი სამორინე „აჭარა“ 1 აპრილამდე მუშაობას წყვეტს, იუწყება ტელეარხი Imedi.
კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი / 16 მარტისთვის >>
განაახლებს თუ არა მუშაობას კაზინო 1 აპრილიდან, დამოკიდებული იქნება სპეციალისტების რეკომენდაციაზე.
გამოუჩნდება თუ არა „აჭარას“ მიმდევრები?
16 მარტისთვის საქართველოში კორონავირუსის 33 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. ერთი ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.
ქვეყანაში ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქართველომ ჩაკეტა საზღვრები სომხეთთან და აზერბაიჯანთან. სახმელეთო საზღვარი ჩაიკეტა ასევე რუსეთთან. თურქეთის საზღვარზე კი მხოლოდ ერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტია ჩაკეტილი.
გარდა ამისა, საქართველოში დაწესებულია სავალდებულო კარანტინი ჩინეთიდან, ირანიდან, სამხრეთ კორეიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, ავსტრიიდან, შვეიცარიიდან, ნორვეგიიდან და დანიიდან ჩამოსული მოქალაქეებისთვის.
ქვეყანაში დახურულია ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება. მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული ყველა საჯარო სამსახური და კერძო ორგანიზაციების ნაწილი. ეკლესიებში მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები.
ამასთანავე, გადაიდო ყველა სპორტული და გასართობი ღონისძიება.
საქართველოს მთავრობა სილამაზის სალონებს, კაფე-ბარებს, გასართობ ცენტრებს, სამორინეებსა და ტოტალიზატორებს ურჩევს, დროებით შეწყვიტონ მუშაობა. 70 წელს გადაცილებულ პირებს მთავრობა ურჩევს, არ გავიდნენ შინიდან.