ტორტი პირდაპირ ეთერში - თბილისის მთავარ ინფექციონისტს 72 წელი შეუსრულდა

თენგიზ ცერცვაძე, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ინფექციონისტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დანიშნა ყველა იმ კლინიკის კოორდინატორად, რომლებშიც კორონავირუსით ინფიცირებულებს მკურნალობენ
Sputnik

თბილისი, 16 მარტი - Sputnik. ტელეარხ „ტვ პირველის“ პროგრამა „დღის ამბების“ პირდაპირ ეთერში ინტერვიუს დროს თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს, დაბადების დღე მიულოცეს.

კარანტინში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობამ ათასს გადააჭარბა

ამ ადამიანის სახელს ბევრი უკავშირებს იმ სიმშვიდეს, რომლის შენარჩუნებასაც საქართველოს მოქალაქეები კორონავირუსის პანდემიის პირობებში ახერხებენ.

როგორც პირდაპირი ეთერით ტელეარხის გენერალურმა დირექტორმა ინგა გრიგოლიამ აღიარა, ასეთ ადამიანთან მას არავითარი კორონავირუსის არ ეშინია.

„თქვენ ჩემი იმედი ხართ. ძალიან გვიყვარხართ, თქვენ ყოველთვის, მიუხედავად 24-საათიანი სამუშაო რეჟიმისა, პოულობთ ჩვენთვის დროს. რას დაგვაკლებს კორონა, როდესაც გვერდით ასეთი პროფესიონალები გვყავს“, - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

დღესვე გაირკვა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, თენგიზ ცერცვაძე უხელმძღვანელებს კლინიკური კონტროლის ჯგუფს, რომელიც კოორდინირებას გაუწევს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალო სამედიცინო დაწესებულებებს.