COVID-19 - ბოლო ცნობები

აშშ COVID-19-ის ვაქცინის ადამიანებზე გამოცდას იწყებს: იძებნებიან მოხალისეები

ტესტირება კლინიკა Kaiser Permanente-ში ჩატარდება და კვლევაში მონაწილეობას 18-დან 55 წლამდე 45 ჯანმრთელი მოხალისე მიიღებს. მოსალოდნელია, რომ გამოცდა უახლოეს ორ კვირაში დაიწყება.
Sputnik

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. სიეტლში (აშშ) მოხალისეებზე COVID-19-ვაქცინის კლინიკურ გამოცდას იწყებენ, მოხალისეებს, ვინც ტესტირებაში მონაწილეობას დათანხმდება, 1 100 დოლარს გადაუხდიან, იუწყება Business Insider-ი.   

ინფექციონისტები: კორონავირუსის შემდგომი ტალღა იქნება უფრო მასშტაბური, მაგრამ სუსტი

გავრცელებული ინფორმაციით, ტესტირება კლინიკა Kaiser Permanente-ში ჩატარდება და კვლევაში მონაწილეობას 18-დან 55 წლამდე 45 ჯანმრთელი მოხალისე მიიღებს. მსურველების განაცხადების მიღება დაწყებულია. 

მოსალოდნელია, რომ გამოცდა უახლოეს ორ კვირაში დაიწყება. 

ირკვევა, რომ მკვლევარები ტესტის მონაწილეებს შემთხვევითობის პრინციპით სამ ჯგუფად დაყოფენ და თითოეულ ჯგუფს სხვადასხვა დოზით შეუყვანენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ექსპერიმენტულ ვაქცინას.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მოხალისეებს COVID-19-ის ინფექციით დასნებოვნება არ ემუქრებათ, ვინაიდან აღნიშნული ვაქცინა არ შეიცავს ვირუსს. კვლევის მიზანი იმის დადგენაა, აქვს თუ არა ვაქცინას გვერდითი ეფექტები.

ეფექტი გამოცდილია წარსულში: მეცნიერები COVID-19-თან ბრძოლის ძველ „ახალ“ მეთოდს ასახელებენ>>

ამის შემდეგ კი უფრო ფართომასშტაბიანი გამოცდები დაიწყება და იმ შემთხვევაში, თუ შედეგები წარმატებული იქნება, ვაქცინის წარმოებაში დანერგვას 12-დან 18 თვემდე ვადა დასჭირდება.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის მსოფლიოს 148 ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულია 169 387 ადამიანი, გარდაცვლილია 6 513 და განკურნებულია 77 257 კაცი.