ყვითელი ამბები

„ამ პეროიან წუწუნს მოეშვით კარანტინზე, სიკვდილ-სიცოცხლეზეა ლაპარაკი!“ - ნინო ნადირაძე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ეპიდაფეთქება პანდემიად გამოაცხადა. მსოფლიოში 100–ზე მეტ ქვეყანაში ვირუსით დაახლოებით 120 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული
Sputnik

თბილისი, 15 მარტი — Sputnik. კარდიოლოგი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოების იმ ნაწილს აკრიტიკებს ვინც კარანტინში მოხვედრის წინააღმდეგია და ამის გამო მალავენ კიდეც სიმპტომებს.

ვირუსები და ზოდიაქოს ნიშნები: ვის არ აშინებს კორონავირუსიც კი

„აუ ამ პეროიან წუწუნს მოეშვით კარანტინზე, ხალხი მთელი ცხოვრება უკიდურეს გასაჭირში ცხოვრობს და მათ რა ქნან, სიკვდილ-სიცოცხლეზეა ლაპარაკი! კარგით რაა!“,- წერს ნინო ნადირაძე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ეპიდაფეთქება პანდემიად გამოაცხადა. მსოფლიოში 100–ზე მეტ ქვეყანაში ვირუსით დაახლოებით 120 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 25 დადასტურებული შემთხვევაა.