მსოფლიო დღეს

COVID-ვაქცინა ექსკლუზიურად აშშ-სთვის: ტრამპი გერმანელი მეცნიერების გადაბირებას ცდილობს?

წყაროს ცნობით, საუბარია ფირმა CureVac–ის მეცნიერებზე, რომლებსაც ტრამპი თითქოს დიდ თანხებს სთავაზობს აშშ–ში გადასასვლელად ან ექსკლუზიურად ამერიკისთვის ვაქცინის მიღებაში.
Sputnik

თბილისი, 15 მარტი — Sputnik. აშშ–ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცდილობს, შტატებში გადაიბიროს ის გერმანელი მეცნიერები, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე მუშაობენ, იუწყება გამოცემა Welt–ი გერმანიის მთავრობაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით. 

აღმოჩენილია კორონავირუსის პირველი ანტისხეული: ქვეყნდება Erasmus-ის ცენტრის კვლევა

წყაროს ცნობით, საუბარია ფირმა CureVac–ის მეცნიერებზე, რომლებსაც ტრამპი თითქოს დიდ თანხებს სთავაზობს აშშ–ში გადასასვლელად ან ექსკლუზიურად ამერიკისთვის ვაქცინის მიღებაში.

„ოღონდ მხოლოდ შეერთებული შტატებისთვის“, — დააზუსტა წყარომ.

გავრცელებული ინფორმაციით, CureVac–ი ვაქცინის შექმნაზე პაულ ერლიხის ფედერალურ ინსტიტუტთან ერთად მუშაობს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიდერლანდელმა სწავლულებმა COVID 19–ის პირველი ანტისხეული გამოყვეს, რაც დიდი წინ გადადგმილი ნაბიჯია ინფექციის დამარცხების საქმეში.