მსოფლიო დღეს

„პანდემიის ეპიცენტრი ახლა ევროპაა“ - ჯანმოს გენერალური დირექტორის განცხადება

ინფორმაცია COVID 19-ით გამოწვეული ლეტალური შედეგების შესახებ უფრო მეტი სწორედ ევროპიდან მოდის ჩინეთის შემდეგ, სადაც ვირუსმა პრაქტიკულად შეაჩერა გავრცელება.
Sputnik

თბილისი, 13 მარტი — Sputnik.  ახალი კორონავირუსის პანდემიის ცენტრად ევროპა იქცა, განაცხადა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადამონ გებრეისუსმა. 

​მისი თქმით, ინფორმაცია COVID 19-ით გამოწვეული ლეტალური შედეგების შესახებ უფრო მეტი სწორედ ევროპიდან მოდის ჩინეთის შემდეგ, სადაც ვირუსმა პრაქტიკულად შეაჩერა გავრცელება.

„Covid 19-ის ეპიცენტრი ახლა ევროპა გახდა. ჩინეთის გარდა, ინფიცირების ყველაზე მეტი დადასტურებული შემთხვევა და ინფორმაცია გარდაცვლილების შესახებ ევროპიდან მოდის“, — ნათქვამია ჯანმოს Twitter-აკაუნტზე.

ამ დროისათვის მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების  137 445 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან გარდაიცვალა 5 088 და განიკურნა 69 779 პაციენტი. იტალიაში, რომელიც პირველია ევროპის ქვეყნებს შორის ინფიცირებულთა რაოდენობით, ამ დროისათვის დაავადება 15 113 ადამიანს აქვს დადგენილი, რომელთაგან გარდაიცვალა 1 016 და გამოჯანმრთელდა 1 045 ადამიანი.