თბილისი, 13 მარტი — Sputnik. სკანდალურად ცნობილმა ქართველმა მხატვარმა დევიდ დათუნამ სტივ ჯობსის პორტრეტი შექმნა, რომელიც მაშინვე შეიძინა ერთ-ერთმა რუსმა კოლექციონერმა, აცნობეს „Sputnik–საქართველოს“ მხატვრის პრეს-სამსახურში.
პორტრეტი მფლობელს, სავარაუდოდ, მიმდინარე თვეში გადაეცემა. ამ დროისათვის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინსტალაციის ადგილსამყოფელი სასტიკად გასაიდუმლოებულია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მისი ფასი შესაძლოა ერთ მილიონ დოლარს აღწევდეს.
ირკვევა ისიც, რომ დევიდ დათუნამ თავის ინსტალაციაში ორი ცნობილი სახე გააერთიანა — აინ რენდი და სტივ ჯობსი.
„Apple-ის დამფუძნებლის პირველი პორტრეტი ქართველმა მხატვარმა 2011 წლის ბოლოს გაყიდა. მაშინ მისმა ნამუშევარმა ამერიკული Scope Miami-ს ყველა რეკორდი მოხსნა ღირებულებით, გადააჭარბა რა 200 ათას დოლარს. ამ პორტრეტის სანახავად ადამიანები უზარმაზარ რიგებში იდგნენ“, — აცხადებენ დევიდ დათუნას პრეს-სამსახურში.
ქართველი მხატვარი ნიუ-იორკში 1999 წლიდან ცხოვრობს. დევიდ დათუნამ სახელი თავისი უჩვეულო ნამუშევრებით გაითქვა, რომლებსაც ის ოპტიკური ლინზებით ქმნის. სწორედ ამ რთული ტექნოლოგიით შექმნა მან 70 სახელმწიფოს დროშები.