COVID-19 - ბოლო ცნობები

იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კორონავირუსი ჰქონდა, საავადმყოფოდან გაწერეს

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულია 24 ადამიანი. კარანტინში რჩება 295 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 49 პირი.
Sputnik

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კორონავირუსი ჰქონდა, საავადმყოფოდან გაწერეს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

საქართველოს საელჩო იტალიაში კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედ წესებს აქვეყნებს

იტალიის ქალაქ ვიტერბოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი 4 მარტს დაუდასტურდა. ახალგაზრდა ქალი თავად დაუკავშირდა იტალიაში საქართველოს საელჩოს „ცხელ ხაზზე“ და განაცხადა, რომ აღენიშნებოდა მაღალი სიცხე და სისუსტე. საქართველოს საკონსულო, თავის მხრივ, დაუკავშირდა იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს, რის შემდეგაც მოქალაქე სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა რომის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას კორონავირუსი დაუდასტურდა. ის ვიტერბოს უნივერსიტეტის სტუდენტია.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, საბოლოო გამოჯანმრთელებამდე საქართველოს მოქალაქემ უნდა გაიაროს სავალდებულო საკარანტინე სივრცე.

იტალიაში მცხოვრებ ქართველ ქალს კორონავირუსი შეეყარა>>

„იცით, რომ იტალიაში გვყავდა საქართველოს მოქალაქე, რომელიც დაინფიცირებული იყო კორონავირუსით, ის გადიოდა შესაბამის პროცედურებს საავადმყოფოში. ჩვენი მოქალაქე უკვე გაწერეს საავადმყოფოდან, ეს ძალიან კარგი ცნობაა ჩვენთვის. საბოლოო გამოჯანმრთელებამდე მან მაინც უნდა გაიაროს საკარანტინო პროცედურები და, დარწმუნებული ვარ, ის ჯანმრთელი დაუბრუნდება თავის ოჯახს", – განაცხადა ზალკალიანმა.

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულია 24 ადამიანი. კარანტინში რჩება 295 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 49 პირი.