მსოფლიო დღეს

COVID-19: გაიმართება თუ არა ისრაელში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონია

გამორიცხული არ არის, რომ ყოველწლიურ ცერემონიას, რომელსაც ათობით ათასი ქრისტიანი ესწრება მთელი მსოფლიოდან, ასევე შეეხოს ის აკრძალვები, რომლებსაც ისრაელის ხელისუფლება COVID-19-თან ბრძოლის ფარგლებში აწესებს.
Sputnik

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. ისრაელის ხელისუფლების მიერ კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ გატარებულმა ზომებმა შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს იერუსალიმის აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიის ჩატარება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ეკლესიაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით. 

COVID-19: ამერიკელი ექსპერტი აშშ-ში ვითარების გაუარესებას პროგნოზირებს

წყაროს ცნობით, მანამდე უკვე გადაიდო თათბირი პოლიციაში, რომელზეც წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიისადმი მიძღვნილი საორგანიზაციო საკითხები უნდა განხილულიყო.  

მისი აზრით, გამორიცხული არ არის, რომ ყოველწლიურ ცერემონიას, რომელსაც ათობით ათასი ქრისტიანი ესწრება მთელი მსოფლიოდან, ასევე შეეხოს ის აკრძალვები, რომლებსაც ქვეყნის ხელისუფლება COVID-19-თან ბრძოლის ფარგლებში აწესებს.

ისრაელის პოლიციის ცნობით, ამგვარი გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.

„არსებული წესებით, 5 ათას და მეტ მონაწილეზე გათვლილი ღონისძებები გაუქმებულია. ეს შეზღუდვები 23 მარტამდე მოქმედებს. ვნახოთ, რა იქნება შემდეგ“, — განუცხადა სააგენტოს ისრაელის პოლიციის წარმომადგენელმა.

2020 წელს წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის თარიღი 18 აპრილს ემთხვევა.

ბოლო ინფორმაციით, ამ დროისათვის ისრაელში COVID-19-ით ინფიცირების 127 შემთხვევაა გამოვლენილი. ქვეყანაში არც ერთი გარდაცვლილი არ ჰყავთ. განიკურნა 3 პაციენტი.

ჯონ ჰოპკინსის ცენტრის სპეციალური პროექტის ინფორმაციით, სულ მსოფლიოს 116 ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულია 127 749 ადამიანი. აქედან გარდაიცვალა 4 717 და განიკურნა 68 305 პაციენტი.