საქართველოში მეცნიერებისთვის ზვიად გამსახურდიას სახელობის კონკურსი გამოცხადდა

კონკურსის მიზანია ქართველოლოგიის პოპულარიზაცია და მსოფლიოში ამ დარგში მოღვაწე უცხოელი მეცნიერების წახალისება.
Sputnik

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიის კონკურსი გამოაცხადა

ერთი მეორეზე უფრო გადამდებია: მეცნიერებმა კორონავირუსში ორი ქვეტიპი აღმოაჩინეს

კონკურსის მიზანია ქართველოლოგიის პოპულარიზაცია და მთელ მსოფლიოში ამ დარგში მოღვაწე უცხოელი მეცნიერების წახალისება.

კონკურსი ითვალისწინებს ერთჯერად პრემიას 8 ათასი ლარის ფარგლებში. პრემიის ლაურეატები გახდებიან ენათმეცნიერების, ლიტერატურათმცოდნეობის, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის, ხელოვნებისა და კულტურის კვლევების სპეციალისტები. კონკურსის ფარგლებში გაიცემა ერთი პრემია.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქართველოლოგიის დარგში მომუშავე უცხოელ მეცნიერებს, რომელთაც უკავიათ აკადემიური თანამდებობა და სასწავლო დაწესებულებაში საქმიანობენ.

კონკურსზე რეგისტრაცია 16 მარტამდე გაგრძელდება, მისი გავლა შეიძლება ონლაინ–რეჟიმში. კონკურსის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია ფონდის ოფიციალურ გვერდზე.

ზვიად გამსახურდიას სახელობის კონკურსის გამარჯვებულის ვინაობა ცნობილი გახდება 31 მარტს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეს.