ყვითელი ამბები

თეა დარჩია კორონავირუსს ბრძოლას ცეკვით უცხადებს – ქორეოგრაფი ვიდეოს აქვეყნებს

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა, აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებ–გვერდზე stopcov.ge. აქამდე ინფიცირებულთა რაოდენობა 15 იყო
Sputnik

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. ანსამბლ „სუხიშვილების“ ყოფილი სოლისტი, ცნობილი ქორეოგრაფი თეა დარჩია სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და აცხადებს, რომ მაღალი თვითშეგნების ადამიანებს, ვინც თვითიზოლაციაში ან კარანტინში იმყოფებიან, ყოველდღე Youtube-ის მის გვერდზე ცეკვის გაკვეთილებს შესთავაზებს.

ქორეოგრაფი მზადაა, ასე შეუმსუბუქოს კორონავირუსით გამოწვეული სტრესი საზოგადოების ამ წევრებს. 

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 23–მდე გაიზარდა, აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებ–გვერდზე stopcov.ge. აქამდე ინფიცირებულთა რაოდენობა 15 იყო.

თეა დარჩია თავისი აღსაზრდელებისათვის ახალი სტუდიის შექმნაზე ოცნებობს

ამასთან შეიცვალა სხვა მონაცემები: კარანტინის რეჟიმში იმყოფება 126 ადამიანი (აქამდე იყო 178), ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 46 (იყო 56).

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს 115 ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 119 108 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან გარდაცვლილია 4 284 და გამოჯანმრთელებულია 65 776 ადამიანი.