საქართველოში სკოლებს დეზინფექცია ინტენსიურად უტარდება

2086 სახელმწიფო და 227 კერძო სკოლიდან დეზინფექცია უკვე ჩაუტარდა 1800-ზე მეტ საჯარო და 150 კერძო სკოლას
Sputnik

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად, საქართველოში 1800-ზე მეტ საჯარო და 150 კერძო სკოლას სრული დეზინფექცია ჩაუტარდა. ზომები კორონავირუსის გავრცელების აღკვეთას ითვალისწინებს, იუწყება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

საქართველოში კორინავირუსი 12 წლის ბავშვს დაუდგინდა

მინისტრ მიხეილ ჩხენკელის განკარგულებით, სკოლებს გადაეცემა 5 ათასამდე სადეზინფექციო დისპენსერი და 80 ტონაზე მეტი სპეციალური სადეზინფექციო საშუალება. ყველა აუცილებელი საშუალება, პირველ რიგში, გადაეცემა იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, სადაც წყალმომარაგებისა და ჰიგიენის ნორმების დაცვის პრობლემაა.

2019/2020 სასწავლო წლის მონაცემებით, საქართველოში 2086 სახელმწიფო და 227 კერძო სკოლაა.

COVID 19: ვითარება უკიდურესად მძიმეა - იტალია ჩინეთს დახმარებას სთხოვს>>

ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით 23 ადამიანია დაინფიცირებული.