„მინდა ყველას ბოდიში მოვუხადო“- „გეფას“ დირექტორის წერილი ინფექციურიდან

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 23–მდე გაიზარდა, აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებ–გვერდზე stopcov.ge. აქამდე ინფიცირებულთა რაოდენობა 15 იყო
Sputnik

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. ფარმაცევტული კომპანია„გეფას“ დირექტორი, რომელიც ახალი კორონავირუსის დიაგნოზით ინფექციურ საავადმყოფოში წევს, ბოდიშს იხდის წერილში, რომელიც კომპანიის თანამშრომლებს გაუგზავნა და რომელიც ქართულ მედიაში ვრცელდება.

საქართველოს პრეზიდენტმა კორონავირუსის გამო საზღვარგარეთ ვიზიტები გააუქმა

კომპანიის დირექტორი იტალიიდან დაბრუნების შემდეგ სამსახურში მისვლას წინდაუხედაობად აფასებს და აღნიშნავს, რომ განიცდის ამის გამო შექმნილ სიტუაციას.

„გეფას“ დირექტორი იმედს გამოთქვამს, რომ მისი შემთხვევა იქნება მაგალითი სხვებისთვის, გამოიჩინონ მეტი წინდახედებულობა. ამასთან, ის „გეფას“ თანამშრომლებს იტალიაში მისი სტუმრობის შესახებ უყვება, მათ შორის უხსნის, რომ აეროპორტში საბაჟო-კონტროლის გავლისას სიცხის დამწევი მედიკამენტი მიღებული არ ჰქონია.

„მე და ჩემი მეგობარი მეუღლეებით და ზრდასრული შვილებით, სულ 8 ადამიანი 23-თებერვალს გავფრინდით იტალიაში – მილანში. პირველ მარტს გამოვფრინდით საქართველოში. პასპორტ-კონტროლზე გვკითხეს თუ ვიყავით ბოლო 2 კვირის განმავლობაში ჩინეთში, ირანში, კორეაში ან იტალიაში, რაც დავუდასტურეთ და გვთხოვეს გაგვევლო დამატებითი კონტროლი. რომლის დროსაც შეგვიმოწმეს სიცხე დინსტანციური თერმომეტრით და გაგვიშვეს სახლში“, - ამბობს ინფიცირებული.

საქართველოს საელჩო იტალიაში კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედ წესებს აქვეყნებს

მისი თქმით, სახლში 2 მცირეწლოვანი შვილი და ასაკოვანი დედა ელოდებოდათ. 2 მარტს მივიდა სამსახურში და რამდენიმე კოლეგასთან ჰქონდა ხანგრძლივი საოფისე კონტაქტი, რომლებიც სრულად იდენტიფიცირებულია და იმყოფებიან თვითიზოლაციაში. 3-მარტს გაივიგო, რომ მის მეგობარს მოუმატა სიცხემ, და მას შემდეგ აღარ გასულა სახლიდან. 4-მარტს საღამოს მის მეგობარს დაუდგინდა ეს დიაგნოზი, შემდეგ დღეს ჩვენც მივმართეთ ინფექციურს.

მისი თქმით, დღეს მას, მის მეუღლეს, ორივე უფროს შვილს და რამდენიმე კოლეგა მკურნალობენ კორონავირუსის დიაგნოზით ინფექციურ კლინიკაში.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23–მდე გაიზარდა

„მინდა ყველა ჩემს ირგვლივ მყოფ ადამიანს ბოდიში მოუხადო შექმნილი ვითარების გამო, სიტყვებით ვერ აღვწერ იმ დარდს რაც გულზე მაწვება იმ პრობლემების გამო რაც მე შევქმენი ჩემი წინდაუხედებლობით და ამავდროულად მინდა უზარმაზარი მადლიერება გამოვხატო თითეოეული თქვენგანისადმი, ვინაიდან ამ ყველაფრის მიუხედავად არ მიგვრძნია არც ერთისგან არაფერი გვერდში დგომის გარდა“, – აცხადებს „გეფას“ დირექტორი საკუთარი თანამშრომლებისთვის, ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილ წერილში.

თეა დარჩია კორონავირუსს ბრძოლას ცეკვით უცხადებს - ქორეოგრაფი ვიდეოს აქვეყნებს >>>

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის, „გეფას“ დირექტორი, რომელიც მეხუთეა, ვისაც საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა, მეუღლესთან, ორ შვილსა და იტალიაში მასთან ერთად მყოფ რამდენიმე მეგობართან ერთად უკვე ერთი კვირაა ინფექციურ კლინიკაშია მოთავსებული. მასთან კონტაქტს უკავშირდება კორონავირუსის რამდენიმე პირზე, მათ შორის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შვილზე გავრცელება.

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 23–მდე გაიზარდა, აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებ–გვერდზე stopcov.ge. აქამდე ინფიცირებულთა რაოდენობა 15 იყო.

შეუშლის თუ არა კორონავირუსი აბაშიძისა და კარასინის შეხვედრას ხელს

ამასთან შეიცვალა სხვა მონაცემები: კარანტინის რეჟიმში იმყოფება 126 ადამიანი (აქამდე იყო 178), ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 46 (იყო 56). კარანტინის რეჟიმში - 126.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს 115 ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 114 457 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან ჩინეთზე 80 756 მოდის, სადაც ეს მაჩვენებელი ბოლო დღეებში უმნიშვნელოდ იზრდება. COVID-19-ის შემთხვევები იზრდება: იტალიაში, სადაც უკვე 9 172 ადამიანია ინფიცირებული, სამხრეთ კორეაში (7 513 ინფიცირებული), ირანში (7 161), საფრანგეთში (1 412), ესპანეთში (1 231), გერმანიასა (1 224) და აშშ-ში (754). სულ მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირებულთაგან გარდაიცვალა 4 026 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 64 169 პაციენტი.