სურსათის ეროვნული სააგენტო კვების ობიექტებს რეკომენდაციებით მიმართავს

სააგენტო მოუწოდებს საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, გაზარდონ დეზინფიცირების სიხშირე, საჯარო სივრცეში კი დაიცვან შესაბამისი ჰიგიენური ნორმები
Sputnik

 

თბილისი, 11 მარტი – Sputnik.  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბიზნესოპერატორებს შესაბამის რეკომენდაციებს აძლევს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მამაკაცს, რომელსაც კორონავირუსი პირველს დაუდასტურდა, 14 დღის შემდეგ კვლავ ვირუსი აქვს

სააგენტო მოუწოდებს საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, გაზარდონ აღჭურვილობის/ინვენტარის დეზინფიცირების სიხშირე, საჯარო სივრცეში კი დაიცვან შესაბამისი ჰიგიენური ნორმები. რეკომენდაციებს სააგენტო ბიზნესოპერატორებს შემოწმებისას გააცნობენ და ასევე გაეგზავნებათ წერილობითი ფორმით.

ბიზნესოპერატორებისთვის რეკომენდაციები ითვალისწინებს:  ყველა სახის ინვენტარის, მოწყობილობებისა და აღჭურვილობის რეცხვა-დეზინფექციის სიხშირეს, დაწესებულების შესასვლელ–გასასვლელთან სპეციალური სადეზინფექციო ხსნარიანი მოწყობილობის განთავსებას (რეკომენდებულია სადეზინფექციო ხსნარის სპირტშემცველობა შეადგენდეს არანაკლებ 60%-ს),  სადეზინფექციო ხსნარიან მოწყობილობასთან ხელების დეზინფექციის ინსტრუქციის განთავსებას,  გამოყენებული ერთჯერადი პარკების, ხელსახოცების, პირბადეების, ხელთათმანების ჩასაყრელად მექანიკური  ასახდელი თავსახურის მქონე ნაგვის ურნის განთავსებას;

კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით მთელი ქვეყნის მასშტაბით სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება ყველა სახელმწიფო უწყებაში, სასწავლო–აღმზრდელობით დაწესებულებაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რკინიგზის სადგურებში.

 

11 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 23 შემთხვევაა დაფიქსირებული.