„ლელო საქართველოთვის“ არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას

პარტიამ, მიუხედავად იმისა, რომ ახალი შექმნილია და დიდი პოლიტიკური გამოცდილება არ გააჩნია, არჩევნებში დამოუკიდებლად მოწილეობა გადაწყვიტა
Sputnik

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. ამის შესახებ გაერთიანები ერთ–ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

როგორ გადანაწილდება 2020 წლის არჩევნებზე მაჟორიტარული ოლქები რეგიონების მიხედვით>>

მისი თქმით, ოპოზიციის ლიდერთა შორის არანაირი საუბარი არ ყოფილა პოლიტიკური ბლოკების შესახებ.

შეთანხმება მიღწეულია – ხელისუფლება და ოპოზიცია კონსენსუსამდე მივიდნენ

„ლელო“ არის პარტია და პარტია მიდის არჩევნებზე. ამიტომ, ვინც ბლოკებში ერთიანდება, ეს მათ უნდა ჰკითხოთ. ბლოკებთან დაკავშირებით არანაირ ცვლილებაზე საუბარი არ ყოფილა, კონსტიტუციაში წერია, რომ ბლოკები დაშვებულია. ჩვენ მოლაპარაკებებზე ვსაუბრობდით იმ თემებზე, რაც უნდა შეცვლილიყო კონსტიტუციაში. შესაბამისად შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა, ეხება საკითხებს, რომელთა შეცვლაა განზრახული. რაც შევა პარალამენში საკონსტიტუციო ცვლილების სახით, უნდა შეეხოს იმ შეთანხმებულ ნაწილს, რომელზეც ხელია მოწერილი“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ გასული წლის დეკემბერში დაფუძნდა ბანკირ მამუკა ხაზარაძის მიერ. პარტიის წევრები, ძირითადად, ბიზნეს–წრეებიდან გამოსული ადამიანები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გახდნენ.

გახარია: საარჩევნო მოდელზე შეთანხმება საქართველოს დემოკრატიის გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ შემადგენლობაში შედის მოძრაობა „ლელო“, პარტიები „შენების მოძრაობა“ და „ახალი მემარჯვენეები“.

შეთანხმებას საქართველოს საარჩევნო სისტემის შესახებ ხელისუფლებამ და ოპოზიციურმა პარტიებმა, დიპლომატიური კორპუსის შუამავლობით, 8 მარტს მოაწერეს ხელი. მხარეები შეთანხმდნენ მოდელზე 120/30–ზე, ანუ 120 მანდატი პროპორციული სისტემით განაწილდება, ხოლო 30 – მაჟორიტარულით. ამას გარდა, პარტიებისთვის დაწესდება 1%-იანი გამსვლელი ბარიერი და 40%-იანი ბარიერი საპარლამენტო უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად. ეს უკანასკნელი ნიშნავს, რომ პარტია ვერ შეძლებს მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას, თუ პროპორციულ არჩევნებში 40%-ზე ნაკლებს მიიღებს.