ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
Sputnik

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი.

ხაშურში დაჭრილი 25 წლის ქალის მდგომარეობა მძიმეა

შემთხვევა ზუგდიდის ბაზრის წინ არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში დღეს მოხდა.

დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, პაციენტს, სავარაუდოდ, ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობა გულ-მკერდის მარცხენა არეში აღენიშნება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რომელიც ორი ან მეტი პირის მიმართაა ჩადენილი.