აფრიკაში მეკობრეების მიერ დატყვევებული ქართველი მეზღვაურები სამშობლოში დღეს დაბრუნდებიან

ლიბერიის დროშით მცურავ ტანკერს 20 თებერვალს ნიგერიის საპორტო ქალაქ ლაგოსთან შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს და ეკიპაჟის წევრები, მათ შორის, საქართველოს ოთხი მოქალაქე გაიტაცეს.
Sputnik

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. მეკობრეების მიერ გატაცებული ქართველი მეზღვაურები 15-დღიანი ტყვეობის შემდეგ აფრიკიდან სამშობლოში დღეს დაბრუნდებიან, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

აფრიკაში დატყვევებული ოთხი ქართველი მეზღვაური თავისუფალია

ბათუმის აეროპორტში ქართველ მეზღვაურებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე დახვდებიან.

ლიბერიის დროშით მცურავ ტანკერს 20 თებერვალს, ღამით ნიგერიის საპორტო ქალაქ ლაგოსთან შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს და ეკიპაჟის წევრები, მათ შორის, საქართველოს ოთხი მოქალაქე გაიტაცეს.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად მეზღვაურების გატაცების დღიდან მათი გათავისუფლების პროცესში იყო ჩართული.

თამარ იოსელიანის განცხადებით, გემთმფლობელმა კომპანია Oceangold Tankers Inc-მა ყველა შესაბამისი ნაბიჯი გადადგა მეზღვაურების ტყვეობიდან გამოსახსნელად. კომპანიის წარმომადგენლები მეზღვაურებს საქართველოში თავად ჩამოიყვანენ.