საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 15-ს მიაღწია

8 მარტს საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 13 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. ორი ახალი შემთხვევა ე.წ. იტალიის კლასტერს უკავშირდება.
Sputnik

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 15-მდე გაიზარდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ეს ინფორმაცია ტელეარხს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა მარიამ ენდელაძემ დაუდასტურა.

ორი ახალი შემთხვევა ე.წ. იტალიის კლასტერს უკავშირდება.

კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა

8 მარტს საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 13 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. ვირუსით ინფიცირებული 12 პირი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, ერთი კი საჩხერის კლინიკაში.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ამ დროისთვის 42 პაციენტია მოთავსებული. მათგან 17-ის ანალიზის პასუხი ლუგარის ლაბორატორიიდან ჯერ ცნობილი არ არის.

მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, stopcov.ge განთავსებულია ბოლო მონაცემები: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 15, კარანტინის რეჟიმშია 141 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 51.