თბილისს ბოტანიკური ცენტრი შეემატება

თბილისის ბოტანიკურ ბაღში 2021 წელს გაჩნდება სამეცნიერო–კვლევითი ცენტრი, სადაც მცენარეთა საინტერესო სახეობებს გამოიყვანენ
Sputnik

თბილისი, 8 მარტი – Sputnik. ეროვნული ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ახალი ცენტრი გაჩნდება, სადაც ლაბორატორია და პარკის ადმინისტრაცია იფუნქციონირებს.

იაპონური გაზაფხული თბილისში: ბოტანიკურ ბაღში 100 ძირი საკურა დარგეს

ახალი შენობა თანამედროვე სტანდარტებით აშენდება და ბოტანიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა მიმართულებას მოიცავს. ტერიტორიაზე განათავსებენ სამეცნიერო–კვლევით ცენტრს, რომელშიც იქნება ლაბორატორია, სამეცნიერო ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, ეკოსაგანმანათლებლო სივრცე.

„ახალი ბოტანიკური ცენტრი ხელს შეუწყობს ბაღის სამეცნიერო და კვლევითი მუშაობის გაძლიერებას, კოლექციებისათვის საინტერესო სახეობების გამრავლებას“, – განაცხადა ბოტანიკური ბაღის დირექტორმა თამაზ დარჩიძემ.

ცენტრის მშენებლობისთვის 2,7 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროექტი 2021 წელს დასრულდება.

შემოდგომის ფერები თბილისის ბოტანიკურ ბაღში - ფოტო>>

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი 2020 წელს თავის 175–ე იუბილეს აღნიშნავს. მასში ფართოდაა წაროდგენილი ქართული და მსოფლიო ფლორა.