გამოფხიზლების დროა – საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი მამაკაცებს აკრიტიკებს

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის კრიტიკული პუბლიკაცია ქალებზე ძალადობის საგანგაშო სტატისტიკას უკავშირდება.
Sputnik

თბილისი, 8 მარტი — Sputnik. მამაკაცებო, გილოცავთ 8 მარტს, ასე დაიწყო ქალთა საერთაშორისო დღის მილოცვა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.

კეკელიძემ გადაწყვიტა მაღალფარდოვანი სიტყვებისთვის გვერდის ავლა, მათ ფუჭი სიტყვები („ბლა–ბლა–ბლა“) უწოდა და ყურადღება ფემიციდის სერიოზულ პრობლემებზე გაამახვილა. 

ლომჯარია: 8 ქალის მკვლელობა და 4 მკვლელობის მცდელობა სისტემის არაეფექტურობაზე მიუთითებს

კეკელიძის სიტყვებით, სწორედ ქალების წყალობით, საქართველომ მძიმე 90–იან წლებში გადარჩენა შეძლო.  სწორედ ისინი ჰყიდდნენ ბენზინს, აცხობდნენ პურს და საკუთარ თავს მსხვერპლად სწირადვნენ. მადლობის ნიშნად კი სადღეგრძელოებს იღებდნენ, რა დროსაც ფარისეველი ქმრები „კუხნაში“ მყოფთ სუფრასთან ეპატიჟებოდნენ.

 „ვაჟკაცობა სიმართლის თქმა უფრო მგონია. და ეს სიმართლეც ნახევარსიმართლეა, რადგან ადამიანებს არათუ სახალხოდ ლაპარაკი გვეძნელება, აღსარებაშიც კი არ ვაღებთ ყველა ოთახს. ამ ოთახების გაღება არც არის ახლა უმთავრესი. მთავარი მომავალია. და ეს მომავალი გვკარნახობს, რომ ყოფილმა ქმარმა კვირაში ორი ცოლი არ უნდა მოკლას. კვირაში კი არა, საერთოდ არ უნდა მოკლას. მოკლას კი არა, საერთოდ არ უნდა იძალადოს. იძალადოს კი არა... და ასე შემდეგ“, – დაწერა კეკელიძემ საკუთარ  Facebook–გვერდზე.

მისი სიტყვებით, თუ უბედური შემთხვევა მოხდება, ამაზე პირველი რეაგირება მამაკაცებმა უნდა მოახდინონ.

 „ამიტომაც, კაცებო, გილოცავთ 8 მარტს! ანუ ჩემს თავსაც ვულოცავ - გამოფხიზლების სურვილით!“, – აცხადებს კეკელიძე.

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის ესოდენ კრიტიკული პუბლიკაცია საგანგაშო სტატისტიკას უკავშირდება. 2020 წლის მხოლოდ 2 თვეში მამაკაცების მსხვერპლი რვა ქალი გახდა. ყოფილმა ქმრებლა მოკლეს ცოლები, შვილებმა არ დაინდეს დედები, შვილიშვილებმა კი ბებიები.