ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის ნიშნებით სამი ადამიანი მოათავსეს

პაციენტების მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. მათი ანალიზები გამოკვლევისთვის ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნა და პასუხები ხვალ იქნება ცნობილი
Sputnik

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში სამი ადამიანი მოათავსეს. მათ კორონავირუსის სიმპტომები აღენიშნებათ, იუწყება პირველი არხი.

გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატებაა მოსალოდნელი>>

ამ სამი ადამიანიდან ორი მესაზღვრეა, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ ქალბატონთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინეს, ხოლო ერთი საზღვარგარეთ იმყოფებოდა.

„ავადმყოფობა სირცხვილი არ არის“ – ნიკოლოზ გამყრელიძე იმაზე, თუ როგორ შეეყარა კორონავირუსი

არხის ინფორმაციით, სამივე პაციენტის ანალიზები გამოკვლევისთვის ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნა და პასუხები ხვალ იქნება ცნობილი.

პაციენტების მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში 12 ადამიანია კორონავირუსით დაინფიცირებული. აქედან სამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოსალოდნელია კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატება საქართველოში. მისი თქმით, ინფიცირებულთა 12 შემთხვევიდან უმრავლესობა უკავშირდება იტალიასთან პირდაპირ ან ირიბ კონტაქტს და ორია დაკავშირებული ირანში მოგზაურობასთან.