ნუკი კოშკელიშვილი რამდენიმე წელია ამერიკაში ცხოვრობს. მისი პირადი ცხოვრება დიდ ყურადღებას იქცევს. აღსანიშნავია, რომ მსახიობმა ოლივერს ქართული ასწავლა. პოპულარულმა მსახიობმა საქართველოში აწყობილი წარმატებული კარიერა ამერიკაში დაოჯახების შემდეგ მიატოვა. სხვადასხვა გადაცემებში საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული. მას თოქ-შოუებში არაერთხელ უტირია, რადგან სამშობლო და ოჯახის წევრები ძალიან ენატრება. ამბობს, რომ მეუღლეს, ექიმ ბენ ხაიმს ძალიან ხშირად ეჩხუბება, მიუხედავად ამისა, ამერიკაში დარჩენის ერთადერთი დიდი მიზეზი მათი სიყვარულია.
ბენჯიმ და ნუკიმ ოლივერს Instagram- ის გვერდი შეუქმნეს, რომელსაც თავად აკონტროლებენ. ოლივერის პირად გვერდზე უამრავი სახალისო ფოტო-ვიდეო ვრცელდება. პატარა მოუსვენარი ბიჭი დიდ ყურადღებას მოითხოვს, რასაც მშობლები არ აკლებენ. მის გვერდზე ისეთი ვიდეოები ვრცელდება, რომელზეც ბიჭუნა აჭარულის მოტივებზე ცეკვას ცდილობს. გარდა ამისა, ნუკის დედამთილთან ერთად მოხდენილად ცეკვავს. ახლა კი, ყოფილმა მოდელმა ვაჟის ვიდეო გაავრცელა, სადაც ოლივერი 10 ზომით დიდი ფეხსაცმლით დადის.
ნუკის და ბენის ცხოვრებაში ახალი და ყველაზე საინტერესო ეტაპი 2018 წელს დაიწყო, როდესაც წყვილს ვაჟი შეეძინა. ბიჭუნა ამერიკაში დაიბადა. მთელი ორსულობის მანძილზე ნუკის ეგონა, რომ გოგონას ელოდებოდა. ბენის თქმით კი, გრძნობდა, რომ ბიჭი ეყოლებოდათ. პატარა ანგელოზს ოლივერ ნიკოლას ხაიმი დაარქვეს. როგორც სოციალურ ქსელით ირკვევა, ნუკი და მსახიობის მშობლები ოლივერს ქართულად ესაუბრებიან და ბიჭუნას დედის მშობლიური ენა კარგად ესმის, პასუხის გაცემასაც ცდილობს, მაგრამ ჯერ არც ქართულად, არც ინგლისურად არ საუბრობს. თუმცა, სიტყვა დედას გარკვევით ამბობს.