ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მოთავსებულ რვა პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა

ექიმების ინფორმაციით, რვა პაციენტს, რომელთა შორისაა ოთხი წლის ბავშვი, სეზონური ვირუსი აქვს და მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდება
Sputnik

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ რვა პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა, იუწყება პირველი არხი.

პაციენტებს შორისაა ოთხი წლის ბავშვი.

ტიკარაძე: თუ მოსახლეობა ითანამშრომლებს ჯანდაცვის უწყებასთან, ვირუსს გავუმკლავდებით>>

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში პაციენტების ანალიზის პასუხები ლუგარის ლაბორატორიიდან მიიღეს.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის ნიშნებით სამი ადამიანი მოათავსეს

ექიმების ინფორმაციით, პაციენტებს სეზონური ვირუსი აქვთ და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. აღნიშნულ რვა პირს შორის სამმა კლინიკას გუშინ, გვიან ღამით თავად მიმართა. ისინი გასულ კვირაში ევროპის სხვადასხვა ქვეყნაში მოგზაურობდნენ. დანარჩენი ხუთი კი ქუთაისის აეროპორტიდან ორი დღის წინ შეიყვანეს.

ამჟამად საქართველოში 12 ადამიანია კორონავირუსით დაინფიცირებული. აქედან სამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოსალოდნელია კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატება საქართველოში. მისი თქმით, ინფიცირებულთა 12 შემთხვევიდან უმრავლესობა უკავშირდება იტალიასთან პირდაპირ ან ირიბ კონტაქტს და ორია დაკავშირებული ირანში მოგზაურობასთან.