უკვე 12: საქართველოში კორონავირუსით ინციფირების ახალი შემთხვევები დადასტურდა

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.
Sputnik

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ორი შემთხვევა დადასტურდა.  ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი კორონავირუსის საქართველოში გავრცელების პრევენციის ვებ–გვერდი  stopcov.ge ავრცელებს. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მეათე შემთხვევა დაფიქსირდა

მანამდე, შაბათს მეათე დაინფიცირებული პირის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის შვილი, ნიკოლოზ გამყრელიძე აღმოჩნდა.

2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში უცნობი პნევმონიის აფეთქების შესახებ შეატყობინა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი ახალი ტიპის კორონავირუსი იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა და დაავადებას ოფიციალური სახელწოდება დაუდგინა – COVID-2019.

ამ დროისთვის მატერიკულ ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 80,6 ათას ადამიანს გადააჭარბა, დაიღუპა 3 070, განიკურნა 55 ათასზე მეტი.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო ცნობებით, ჩინეთის საზღვრებს გარეთ კორონავირუსით 335 ადამიანი დაიღპა, დაავადებულთა საერთო რიცხვი კი 100 ათასს აღწევს.