აზიის ჩემპიონატი ძალოსნობაში კორონავირუსის გამო გადაიდო

უზბეკეთმა COVID-19–ის გავრცელების გამო ჩინეთთან ავიამიმოსვლა 1 თებერვლიდან, ავღანეთთან, ირანთან, იტალიასა და სამხრეთ კორეასთან კი 1 მარტიდან შეაჩერა.
Sputnik

თბილისი, 7 მარტი – Sputnik. აზიის ჩემპიონატი ძალოსნობაში, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში უზბეკეთში იყო დაგეგმილი,  კორონავირუსის აფეთქების გამო გადაიდო, ნათქვამია ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) განცხადებაში. 

გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატებაა მოსალოდნელი

თავიდან შეჯიბრებების ყაზახეთში გამართვა იგეგმებოდა, თუმცა, ყაზახეთის ხელისუფლებამ ჩინეთის მოსაზღვრე ქვეყნებიდან მგზავრების გასვლა–შემოსვლაზე შეზღუდვები დააწესა. თებერვალში IWF–ის აღმასრულებელმა კომიტეტმა ჩემპიონატი ტაშკენტში გადაიტანა.

 „მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში კორონავირუსის გლობალურ გავრცელებასა და მოგზაურობის შეზღუდვებთან დაკავშირებით,  ადგილობრივმა საორგანიზაციო კომიტეტმა აზიის ჩემპიონატის გადადება გადაწყვიტა, რომელიც ტაშკენტში 16–25 აპრილს უნდა გამართულიყო“, – ნათქვამია განცხადებაში.

2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში უცნობი პნევმონიის აფეთქების შესახებ შეატყობინა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი ახალი ტიპის კორონავირუსი იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა და დაავადებას ოფიციალური სახელწოდება დაუდგინა – COVID-2019.
ამ დროისთვის მატერიკულ ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 80,6 ათას ადამიანს გადააჭარბა, დაიღუპა 3 070, განიკურნა 55 ათასზე მეტი.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო ცნობებით, ჩინეთის საზღვრებს გარეთ კორონავირუსით 335 ადამიანი დაიღპა, დაავადებულთა საერთო რიცხვი კი 100 ათასს აღწევს.

უზბეკეთმა COVID-19–ის გავრცელების გამო ჩინეთთან ავიამიმოსვლა 1 თებერვლიდან, ავღანეთთან, ირანთან, იტალიასა და სამხრეთ კორეასთან კი 1 მარტიდან შეაჩერა.