ზუგდიდის რაიონში ხანძარი იყო

ცეცხლი ეკალ-ბარდებს გაუჩნდა და შემდეგ საყანე მინდვრებს მოედო. დამწვარია დაახლოებით 8 ჰექტარი ფართობი.
Sputnik

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. ხანძარი იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწულუკუში, იტყობინება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი ადგილიდან.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ხანძარია

ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი დღეს ეკალ-ბარდებს გაუჩნდა და შემდეგ საყანე მინდვრებს მოედო. დამწვარია დაახლოებით 8 ჰექტარი.

ადგილზე მეხანძრე-მაშველების 4 ბრიგადა მუშაობდა. ამჟამად ხანძარი ლიკვიდირებულია.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ნიკა ლატარია