კორონავირუსი საქართველოში: ერთი პაციენტი საშუალოზე მძიმე მდგომარეობაშია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, იმ ხუთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდათ, დამაკმაყოფილებელია.
Sputnik

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი პაციენტების უმრავლესობის მდგომარეობა, რომლებსაც კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა, დამაკმაყოფილებელია. საშუალოზე მძიმე მდგომარეობა აქვს ერთს, განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ, იუწყება პირველი არხი.

საქართველოს საელჩოები საზღვარგარეთ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ>>

პირველ სამ პაციენტთან დაკავშირებით, რომლებიც დაახლოებით ერთი კვირაა ინფექციურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული, ეზუგბაიამ განაცხადა, რომ მათი მდგომარეობა სტაბილურია. დანარჩენ პაციენტებზე გრძელდება მეთვალყურეობა, კვლევები და შეფასება დინამიკაში, ამდენად მოსალოდნელია დაავადების პროგრესირება.

გამყრელიძე: კორონავირუსი დაუდგინდა ხუთ პირს, რომლებიც იტალიაში ერთად მოგზაურობდნენ

საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, იმ ერთი პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდგინდა, საშუალოზე მძიმე და საყურადღებოა.

„ერთი პაციენტის მდგომარეობა 24 საათის მეთვალყურეობის შემდეგ საშუალოზე მძიმეა, საყურადღებოა ეს პაციენტი, რადგან დაავადება კარგად არის გამოვლენილი", – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, დილით გამოკვლევისთვის დამატებით ხუთი პაციენტის ანალიზი აიღეს. პასუხები დღის მეორე ნახევარში იქნება ცნობილი.

ავიაკომპანია „რაინეარმა“ იტალიიდან საქართველოში ფრენები შეაჩერა

საქართველოში, 6 მარტის მდგომარეობით, დაფიქსირებულია კორონავირუსით ინფიცირების ცხრა შემთხვევა. აქედან შვიდი იტალიაში იმყოფებოდა, ხოლო ორი – ირანში.

ამ დროისათვის ახალი ტიპის კორონავირუსი COVID-19 უკვე მსოფლიოს 76 ქვეყანაშია გამოვლენილი. აღსანიშნავია, რომ ბოლო 48 საათის განმავლობაში ეპიდემია 12 ქვეყანაში დაფიქსირდა.

ინფიცირების საერთო რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით ამ დროისათვის 98 385 კაცს შეადგენს. აქედან 80 555 მატერიკულ ჩინეთზე მოდის, 6 284 — სამხრეთ კორეაზე, 3 858 იტალიაზე, 3 513 — ირანზე, ხოლო დანარჩენი 696 შემთხვევა სხვადასხვა ქვეყნებშია გამოვლენილი. სულ გარდაიცვალა 3 383 კაცი, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 55 423 პაციენტი.