ავტოავარია მახათას მთასთან – დაღუპულია ქალი

ერთმანეთს „მერსედესისა" და „ნისანის" მარკის ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთ ავტომობილში მყოფი მგზავრი დაიღუპა.
Sputnik

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. თბილისში, მახათას მთასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, აცნობეს „Sputnik–საქართველოს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში.

უწყების ინფორმაციით, ერთმანეთს „მერსედესისა" და „ნისანის" მარკის ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთ ავტომობილში მყოფი ქალი დაიღუპა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.