ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები

შეცდომით დარიცხული შვიდნიშნა ხელფასი: მაღაზიის თანამშრომელი ქალი გაუჩინარდა

როგორც ირკვევა, ბუღალტერიაში მალევე შენიშნეს შეცდომა, თუმცა უკვე გვიანი იყო – ქალი კოლეგების ზარებს არ პასუხობდა და არც სამსახურში გამოცხადებულა.
Sputnik

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. ბავშვის ტანსაცმლის მაღაზიის თანამშრომელი სასწრაფოდ გაუჩინარდა მას შემდეგ, რაც დამსაქმებელმა შეცდომით საბანკო ბარათზე 2 მლნ რუბლი დაურიცხა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა მოსკოვში ნოემბრის ბოლოს მოხდა, გაქცეულ ქალს კი მუშაობა ოქტომბერში ჰქონდა დაწყებული. შვიდნიშნა თანხის დარიცხვის მომენტისთვის სამსახურში მოწყობიდან ერთი თვეც არ იყო გასული. მისი ხელფასი თვეში 23 ათას რუბლს შეადგენდა.  

როგორც ირკვევა, ბუღალტერიაში მალევე შენიშნეს შეცდომა, თუმცა უკვე გვიანი იყო – ქალი კოლეგების ზარებს არ პასუხობდა და აღარც სამსახურში გამოცხადებულა.

მაღაზიის ხელმძღვანელობამ პოლიციას მიმართა. სისხლის სამართლის საქმე ჯერჯერობით არ არის აღძრული.