მსოფლიო დღეს

როგორ დავიცვათ სახლი კორონავირუსისგან: ჩინელი ექსპერტის რჩევები

ეპიდემიებთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, იმისათვის, რომ კორონავირუსი სახლში არ შევუშვათ, სულაც არ არის საჭირო, რომ ქუჩიდან დაბრუნების შემდეგ ტანსაცმლისა თუ ფეხსაცმელების დეზინფექცია ჩატარდეს.
Sputnik

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. საკუთარი საცხოვრებლის COVID-19-სგან დასაცავად საჭიროა მისდიოთ ჰიგიენის მარტივ წესებს და, ამასთან, რეგულარულად ჩაატაროთ პროცედურები გარკვეული ნიუანსებით, იუწყება მასმედია ჩინელ მეცნიერებზე დაყრდნობით. 

ერთი მეორეზე უფრო გადამდებია: მეცნიერებმა კორონავირუსში ორი ქვეტიპი აღმოაჩინეს

მაგალითად, ეპიდემიებთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელის ჩჟოუ სიაომეის თქმით, იმისათვის რომ კორონავირუსი სახლში არ შევუშვათ, სულაც არ არის საჭირო, რომ ქუჩიდან დაბრუნების შემდეგ ტანსაცმლისა თუ ფეხსაცმელების სპეციალური დეზინფექცია ან სანიტარული დამუშავება ჩატარდეს. ასევე არ არის აუცილებელი ბინის ვირუსებისგან გასაწმენდი რთული პროცედურების გამოყენება. 

სიაომეის დაბეჯითებული რჩევით, საჭიროა რეგულარულად დასუფთავდეს საცხოვრებელი სველი წესით. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მაგიდების, სკამების, კარის სახელურებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების სისუფთავეს, რომლებსაც ადამიანები ყოველდღიურად და ხშირად ეხებიან.

შეინარჩუნეთ დისტანცია! ჯანდაცვის სამინისტრო ჟურნალისტებს ვირუსისგან თავდაცვას ასწავლის>>

ამასთან, კორონავირუსის ეფექტური პროფილაქტიკის აუცილებელ პირობად ექსპერტი ასევე მიიჩნევს როგორც ხელების წყლითა და საპნით ხშირად და საგულდაგულოდ დაბანას, ისე ოთახების დღეში რამდენჯერმე განიავებას (ორჯერ მაინც 30-30 წუთით). თუ რაიმე მიზეზით ფანჯრების გაღება არ ხერხდება, შეიძლება ჩვეულებრივი გამწოვი ჩართოთ. 

ექსპერტის თქმით, საცხოვრებლის სველი წესით დასალაგებლად შეიძლება გამოვიყენოთ ქლორის ხსნარი ან სპირტზე დამზადებული სხვა სადეზინფექციო საშუალება.