მსოფლიო დღეს

„კორონავირუს–SHOP“: იტალიის გვარდიამ თაღლითები დააპატიმრა

სულ რამდენიმე დღეში პროვინციაში ინტერნეტ-თაღლითების რაოდენობა 33-მდე გაიზარდა. ყველა მათგანი ახალი ტიპის კორონავირუსისგან „სრულად დაცვის გარანტიას“ იძლეოდა.
Sputnik

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. იტალიის ფინანსურმა გვარდიამ დახურა მაღაზია, რომელიც COVID-19-ის წინააღმდეგ იმუნიტეტის „გარანტირებულად გამაძლიერებელი საშუალებებით“ ვაჭრობდა, იუწყება РИА Новости ტურინის ფინანსური გვარდიის პრეს-რელიზზე დაყრდნობით. 

როგორ დავიცვათ სახლი კორონავირუსისგან: ჩინელი ექსპერტის რჩევები

გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. „კორონავირუს-shop“-ი ძალიან მაღალ ფასად ჰყიდდა COVID-19-ის საწინააღმდეგო საშუალებებს: ნიღბებს, რესპირატორებს, კვებით დანამატებსა და სხვ. ზოგი მათგანის ფასი 1000 ევროს აღწევდა.

„ტურინის სწრაფი რეაგირების ჯგუფის მწვანე ბერეტებმა... კიდევ 14 მეწარმის იდენტიფიცირება შეძლეს. ყველა მათგანი იტალიელია“, — ნათქვამია უწყების პრეს-რელიზში.

დაკავებულებს ორ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

სულ რამდენიმე დღეში ინტერნეტ-თაღლითების რაოდენობა 33-მდე გაიზარდა. ყველა მათგანი ახალი ტიპის კორონავირუსისგან „სრულად დაცვის გარანტიას“ იძლეოდა.

ძაღლს ვერ დავტოვებ: უკრაინელი ქალი ჩინეთიდან ევაკუაციაზე უარს აცხადებს

ამ დროისათვის იტალიაში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 3089 შემთხვევა. აქედან გარდაიცვალა 107, ხოლო გამოჯანმრთელდა 276 ადამიანი.    

ბოლო ინფორმაციით, კორონავირუსი COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით 95 425 კაცს შეადგენს. აქედან 80 410 შემთხვევა მატერიკულ ჩინეთზე მოდის. ინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ, ჩინეთის შემდეგ, პირველ ხუთეულში შედიან: სამხრეთ კორეა (5 766 ადამიანი), იტალია (3 089), ირანი (2 922) და იაპონია (331). სულ გარდაცვლილია 3 286 ადამიანი, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 53 299 პაციენტი.