COVID-19 - ბოლო ცნობები

მკაცრი ზომები: კორონავირუსზე დაუდასტურებელი ცნობები რუსეთში აკრძალულ ინფორმაციად ცნეს

საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოებისთვის რისკის შექმნისა და მასობრივი არეულობების თავიდან აცილების მიზნით, რუსეთში კორონავირუსთან დაკავშირებულ ინფორმაციებზე შეზღუდვები დაწესდა
Sputnik

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. სოციალური ქსელებით გავრცელებული ყველა დაუდასტურებელი ცნობა ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, აკრძალული ინფორმაციების რეესტრში შევიდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости. 

მეცნიერებმა დაადასტურეს კატეგორია, რომელსაც COVID-2019 პრაქტიკულად არ ემართება

გავრცელებული ინფორმაციით, „როსკომნადზორმა“ აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის გენერალური პროკურატურის მოთხოვნით მიიღო.

უწყების პრესსამსახურში განმარტეს, რომ წარდგენაში მითითებულია სოციალურ ქსელ ВКонтакте-სა და Facebook-ზე გავრცელებული მასალების ლინკები.

გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ აღნიშნული შეტყობინებები შეიცავს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან დაუდასტურებელ ინფორმაციას, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას მასობრივი არეულობებით ემუქრება.

კანონის შესაბამისად, „როსკომნადზორი“ ზღუდავს ამ რესურსებზე წვდომას და უგზავნის შეტყობინებებს შესაბამის ჰოსტინგ-პროვაიდერებს ან რესურსების მფლობელებს.

ძირითადი განსხვავებები COVID-19-სა და სეზონურ გრიპს შორის: ჯანმო ნიშნებს ასახელებს>>

პრესსამსახურში დააზუსტეს, რომ ინფორმაცია მომხმარებელთა აკაუნტებიდან ვრცელდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ „ერის ჯანმრთელობის ლიგის“ პრეზიდენტმა ლეო ბოკერიამ სპეციალური ქოლ-ცენტრის შექმნა მოითხოვა, საიდანაც მოსახლეობა დადასტურებულ და სანდო ინფორმაციას შეიტყობს.

ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით 93 160 კაცს შეადგენს, საიდანაც მატერიკულ ჩინეთზე 93 160 მოდის. გარდაიცვალა 3 198 ადამიანი, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 50 690 პაციენტი.