კალაძე: თბილისისა და რუსთავის მეტროთი დაკავშირება სავსებით რეალურია

პირველადი კვლევები ჩატარებულია, სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ორი ქალაქის მეტროთი დაკავშირებაში არარეალური არაფერია
Sputnik

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. საქართველოს დედაქალაქი, შესაძლოა, რუსთავს მიწისზედა მეტროთი დაუკავშირდეს და ეს სრულიად რეალურია, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.

თბილისში ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო, მეოთხე ეტაპი იწყება

მისი სიტყვებით, საქართველოს მთავრობა და თბილისის მერია ჯერ კიდევ ორი წლის წინ საუბრობდა აღნიშული პროექტის რეალიზაციის შესახებ. უკვე ჩატარებულია ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები და მიღებულია საექსპერტო დასკვნა, რომელიც თბილისი-რუსთავის ოპტიმალური მარშრუტის არჩევის საშუალებას იძლევა.

„პროექტი, როგორც ასეთი, არ არსებობს, თუმცა, პირვანდელი კვლევები უკვე ჩატარდა და არსებობს დასკვნა, რომ პროექტის განხორციელება შესაძლებელია. ეს გარკვეულ საშუალებებთან არის დაკავშირებული და გადაწყვეტილება - განხორციელდება თუ არა თბილისი-რუსთავის მეტროს პროექტი, მთავრობასთან ერთად იქნება მიღებული", - განაცხადა კალაძემ.

რუსთავი თბილისიდან 35 კილომეტრში მდებარეობს. "საქსტატის" მონაცემებით, ქალაქში 128 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.