თბილისი, 3 მარტი - Spurnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ქართველ მეზღვაურებში, უწყების თანამშრომლებისა და საზღვაო სასწავლო დაწესებულებების სტუდენტებში კორონავირუსის გავრცელების პროფილაქტიკის მიზნით რამდენიმე ღონისძიება განახორციელა, ნათქვამია სააგენტოს Facebook-გვერდზე.
საქართველოს სახელმწიფო დროშის ქვეშ მცურავ ხომალდებზე მყოფი მეზღვაურებისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით შემუშავდა ცირკულარი. მიეწოდებათ ქართველ მეზღვაურებსაც. სპეციალურ წერილს საჭირო ინფორმაციით მიიღებენ ასევე უცხოური გემები, რომლებზეც ქართველი მეზღვაურები მუშაობენ.
გაძლიერდება საქართველოს პორტებში შემომსვლელი გემების შემოწმება. საზღვაო სასწავლებლებში, როგორც ყველა სასწავლო დაწესებულებებში, სასწავლო პროცესი 16 მარტამდე შეჩერებულია. სპეციალური სამსახურები შენობების დეზინფექციას ატარებენ. სააგენტოს განკარგულებით, ყველა კონფერენცია და მასობრივი ღონისძიება გაურკვეველი ვადით გადაიდო.
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები სააგენტოს ყველა თანამშრომელს ელექტრონული ფოსტით დაეგზავნა.