მსოფლიო დღეს

რუსული კომპანია აშშ-ს ედავება: სარჩელი საერთაშორისო სასამართლოშია

იურისტების თქმით, კომპანიას კარგი შანსები აქვს სასამართლოში გამარჯვებისთვის, ვინაიდან სარჩელი ურყევ არგუმენტებს ეფუძნება.
Sputnik

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. რუსული კომპანია „ნოვოლიპეცკის მეტალურგიული კომბინატი“ საერთაშორისო ვაჭრობის სასამართლოში აშშ-ს უჩივის კომპანიისთვის დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული საბაჟო გადასახადის გაუქმების მოთხოვნით, იუწყება მასმედია.

Bloomberg-ის რეიტინგი: დათვლილია რუსი მილიარდერების ზარალი ორ თვეში

გავრცელებული ინფორმაციით, რუსულ კომპანიას პრეტენზია აქვს აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს მიმართ, რომელმაც მანამდე მისი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება გამოიტანა.

როგორც ირკვევა, „ნოვოლიპეცკის მეტალურგიული კომბინატის“ ამერიკულმა ფილიალმა, რომელიც ნედლეულს რუსეთიდან იღებს, 2018 წელს უკვე მიმართა აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს რუსულ მეტალურგიულ ნაწარმზე საბაჟო გადასახადის სახით დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შესახებ, თუმცა სამინისტრომ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.  

კომპანია ირწმუნებოდა, რომ აღნიშნული შეზღუდვები ნეგატიურად აისახებოდა ამერიკულ ქარხნებზე, ვინაიდან იქ პერსონალისა და წარმოების შემცირება მოუწევდათ.

მიუხედავად იმისა, რომ ვაჭრობის სამინისტროს უარის შემდეგ რუსული კომპანიის ამერიკულმა ფილიალმა ნედლეულის შესყიდვა იმ ქვეყნებიდან დაიწყო, რომლებსაც საბაჟო გადასახადები არ დაუწესდა, „ნოვოლიპეცკის მეტალურგიული კომბინატი“ მაინც არ იღებს ხელს განზრახვაზე – მიაღწიოს გადასახადების გაუქმებას.

იურისტების თქმით, კომპანიას კარგი შანსები აქვს სასამართლოში გამარჯვებისთვის, ვინაიდან სარჩელი ურყევ არგუმენტებს ეფუძნება.