ყვითელი ამბები

მერაბ ნინიძე „ნეტფლიქსის“ სერიალში გადაიღეს

მსახიობ მერაბ ნინიძის პროფესიულ ცხოვრებაში სიახლეებია. ის „ნეტფლიქსის“ სერიალში გადაიღეს. ნახეთ, ვის როლს თამაშობს მსახიობი.
Sputnik

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. ცნობილი ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე გადაიღეს კომპანია „ნეტფლიქსის“ ახალ გერმანულ-ავსტრალიურ დეტექტიურ სერიალში „ფროიდი“. ამის შესახებ ინფორმაცია მსახიობმა „მთავარ არხს“ ინტერვიუში მიაწოდა.

სერიალის მთავარი გმირი ცნობილი ფსიქოანალიტიკოსი ზიგმუნდ ფროიდია, რომელიც სერიული მკვლელის საქმეს იძიებს პოლიციელთან და ჟურნალისტთან ერთად. პროექტის შემქმნელებმა მაშინვე განაცხადეს, რომ ეს არის სრულიად გამოგონილი პერსონაჟი. მერაბ ნინიძე ფილმში პედაგოგის, ფროიდის მენტორის – ჯოზეფ ბრეიერის როლს ასრულებს. ფილმში ასევე მონაწილეობენ რობერტ ფინსტერი, გეორგ ფრიდრიხი და ელა რუმფი. მაყურებელი სერიალის ყურებას 23 მარტიდან შეძლებს გერმანულად, სუბტიტრებით.

ვინ არის ია ნინიძის ქალიშვილის ახალი შეყვარებული

სერიალმა „მაკმაფიამ" (McMafia), სადაც ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს, „ემის" (International Emmy) ჯილდო მოიპოვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. „ემის" დაჯილდოება 25 ნოემბერს გაიმართა. „მაკმაფიას" ჯილდო საუკეთესო დრამატული სერიალის კატეგორიაში ერგო. ნიუ-იორკში გამართულ ცერემონიაზე პრიზი სერიალის რეჟისორს ჯეიმს უოტკინსსა და შემოქმედებით ჯგუფს გადაეცა.

სერიალი ამ ნომინაციაში გერმანულ და ბრაზილიურ სერიალებთან ერთად მოხვდა. „მაკმაფია" გასულ წელს გამოვიდა. BBC-ს სერიალი „მაკმაფია" კრიმინალური ტრილერის ჟანრშია გადაღებული და რვა ეპიზოდს მოიცავს. „მაკმაფია" ამავე სახელწოდების ბესტსელერის მიხედვით არის შემქნილი, რომლის ავტორი მიშა გლენია. ის ალექს გუდმანის – რუსი ემიგრანტების ვაჟის ცხოვრებაზეა.

დაფარული გაცხადდა: სობჩაკის ყოფილი ქმარი და ნინო ნინიძე ერთად ისვენებენ

მერაბ ნინიძე 1965 წლის 3 ნოემბერს თბილისში დაიბადა. დამთავრებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი (გიზო ჟორდანიას სახელოსნო). თეატრალურ სცენაზე მისი დებიუტი ჯერ კიდევ 1980 წელს შედგა — 15 წლის ასაკში მან რობერტ სტურუას სპექტაკლში „რიჩარდ III" პრინც ედუარდის როლი ითამაშა.

1992 წელს ნინიძე დიდ ბრიტანეთში გადავიდა, საიდანაც 1995 წელს ვენაში (ავსტრია) გაემგზავრა, სადაც ამ დრომდე ცხოვრობს და მუშაობს. კინოში მისი დებიუტი 1984 წელს შედგა თენგიზ აბულაძის „მონანიებაში", სადაც მან აბელ არავიძის შვილიშვილის როლი შეასრულა.