თბილისი, 3 მარტი — Sputnik. კორონავირუსის შესახებ ყალბი ინფორმაციის გამავრცელებლები სასტიკად უნდა დაისაჯონ, აცხადებს რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმირ ჟირინოვსკი.
„იმისათვის რომ შემოგდებული ინფორმაციები არ გავრცელდეს, რაც ქვეყანაში პანიკას იწვევს, დროებით სიკვდილით დასჯის შემოღებაა საჭირო კორონავირუსთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაციების გავრცელებისთვის“, — განუცხადა ჟირინოვსკიმ ჟურნალისტებს.
მისი თქმით, სასტიკი ზომები საჭიროა, „მაგრამ ისინი არ არის“.
„1941 წელს, როდესაც მოსკოვის დაპყრობის საშიშროება არსებობდა, მოსკოვის მილიციას პანიკიორების დახვრეტის უფლება მისცეს... და პანიკა შეწყდა“, — განმარტა პოლიტიკოსმა.
ჟირინოვსკის თქმით, ამ ზომების გარეშე ვერც მაშინ აღმოიფხვრებოდა პრობლემა და ვერც ახლა აღმოიფხვრება კორონავირუსთან დაკავშირებით.
ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 90 936 ადამიანს მიაღწია. აქედან ჩინეთზე 80 151 შემთხვევა მოდის. ინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ მეორე ადგილზეა სამხრეთ კორეა (4 812 კაცი), მესამეზე ირანი (1501), ხოლო მეოთხეზე იტალია (2036). სულ ინფიცირებულთაგან გარდაიცვალა 3 117 ადამიანი, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 47 995 პაციენტი.
ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების სამი შემთხვევაა დაფიქსირებული.