საქართველოში 2020 წელს სასწრაფო დახმარების ავტოპარკს განაახლებენ

საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების საკოორდინაციო ცენტრის ფუნქციონირებისთვის წელს 11,85 მილიონ ლარს გამოყოფენ
Sputnik

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. საქართველოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი 2020 წელს 19 რეანომობილით შეივსება, ნათქვამია „საქართველოს მაცნეს" ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მთავრობის დადგენილებაში.

საქართველოს მთავრობა, სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2020 წელს შეიძენს მაღალი გამავლობის 15 რეანომობილს და საშუალო გამავლობის 4 რეანომობილს.

დედაქალაქის მერიამ ჯანდაცვის სამინისტროს სასწრაფო დახმარების 80 ავტომანქანა გადასცა>>

ასევე დაგეგმილია მაღალი გამავლობის 45 ავტომობილის შეძენა, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადებს მოემსახურება.

1 იანვრიდან საქართველოს „ბაიკერი" ექიმები მოემსახურებიან

ბიუჯეტიდან ამ მიზნით 11,8 მლნ ლარი გამოიყოფა.

გარდა ამისა, დადგენილების თანახმად, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფუნქციონირებისათვის წელს გამოიყოფა 11,85 მლნ ლარი, ხოლო პირველადი ჯანდაცვის ცენტრების აღჭურვისთვის - 1 მლნ ლარი.

პირველი არხის ინფორმაციით, ამჟამად საქართველოში 60 რეანომობილია, აქედან 14 სახელმწიფოს საკუთრებაშია.

ახალ რეანომობილებს ქვეყნის მასშტაბით საჭიროების მიხედვით სხვადასხვა ლოკაციაზე გაანაწილებენ.