თალაკვაძე: პარტიას, რომელიც ჩაშლის მოლაპარაკებას, მოუწევს ამის ახსნა საზოგადოებისთვის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის იმ წარმომადგენლებზე საუბრობს,  ვინც მიიჩნევს რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე ხელისუფლებასთან კონსესუსი ვერ შედგება.
Sputnik
თალაკვაძე: პარტიას, რომელიც ჩაშლის მოლაპარაკებას, მოუწევს ამის ახსნა საზოგადოებისთვის
„40%-ის პრინციპი დაკმაყოფილებულია და უცნაური იქნება, თუ დღეს ოპოზიცია ცვლის თავის რიტორიკას და ამბობს, რომ ეს აღარ არის მისთვის მთავარი. იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ჩაშლის ამ მოლაპარაკებას, ანუ არ დაეთანხმება პირობებს, რომელიც ბევრად უკეთესია, ვიდრე დღეს არსებული სტატუს კვო, მოუწევს საზოგადოებისთვის და ჩვენი პარტნიორებისთვის ახსნა, თუ რატომ ჩაშალა საარჩევნო მოლაპარაკებები“, -ამბობს თალაკვაძე.

მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის მიმართ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე სამართლიანი შეთავაზებები არის გაკეთებული და გადადგმულია ნაბიჯები.