ზემო ლარსი დღეს: ტრაილერებისთვის გზა დაიკეტა

საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი სატვირთო ავტომობილების მძღოლებს უამინდობამ პრობლემები შექმნა
Sputnik

თბილისი, 29 თებერვალი — Sputnik. თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე აიკრძალა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

ტრაილერების რიგები ზემო ლარსზე: საქართველოში პრობლემის გადაჭრის გზებს ეძებენ >>

თვალსაზრისი სომხეთიდან: ირანული ტრაილერების გამო სიტუაცია ზემო ლარსზე შეიძლება გაუარესდეს

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის ტრასა, ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა დღეისათვის საქართველოს და სომხეთის რუსეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი სახმელეთო გზაა. „ყაზბეგი–ზემო ლარსის" საბაჟო-გამშვები პუნქტი ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო-რუსეთის საზღვარზე.