თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ხანძარია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ცეცხლი თავდაპირველად ხმელ ბალახს და ეკალ-ბარდებს მოედო, შემდეგ კი მიტოვებულ შენობებზე გავრცელდა.
ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, თუმცა ამ დრომდე, ძლიერი ქარის გამო, ცეცხლის ლოკალიზება ვერ ხერხდება. დამწვარია რამდენიმე მიტოვებული შენობა. მათ შორის ერთ-ერთი გეოფიზიკის ინატიტუტის ყოფილი შენობაა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ დამატებითი ეკიპაჟების მობილიზება მიმდინარეობს.
ხანძრის ქრობის პროცესში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია და მას გამოძიება დაადგენს.