თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. თბილისში, მთაწმინდაზე ხანძარია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
არსებული ინფორმაციით, ადგილზე ხანძრის ორი კერაა, თუმცა ჯერ უცნობია, ცეცხლი რა ფართობზეა გავრცელებული.
ტელეკომპანია Imedi–ს ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ ცეცხლი „ეშმაკის ბორბლის" ქვემოთ, ფერდობზე ბალახსა და ბუჩქნარს გაუჩნდა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ოთხი ჯგუფი მუშაობს.